Monadire.Com - ფორუმი: მეძებარი ძაღლების დაგეშვა - Monadire.Com - ფორუმი

Jump to content

ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

Toggle shoutbox ჩათი

stogera  : (24 July 2015 - 10:12 PM) gamarjobat 5tvis inglisuri seteri myavs da minda gavuketo pasporti ra aris sajiro xo ver damexmarebit
ტრენაჟორი მო...  : (23 July 2015 - 05:04 PM) სიახლე!!! სპეციალური ტრენაჟორი აქტიური და დამწყები მონადირეებისათვის, რომელიც ავითარებს რეაქციას და მონადირისათვის საჭირო უნარ-ჩვევებს. თქვენ გეძლევათ შესაძლებლობა დიდ ეკრანზე იხილოთ ფრინველზე და ნადირზე რეალური ნადირობის მომენტები, გააკეთოთ 1 საათში მინიმუმ 500 გასროლა და ვიზუალურად გააკონტროლოთ გასროლის სიზუსტე. წინასწარი ჩაწერისთვის დარეკეთ ტელ. 551 114305. შესაძლებელია ერთ ეკრანთან ერთდროულად ივარჯიშოს ორმა ადამიანმა.
damcyebi moy...  : (08 July 2015 - 09:11 PM) aq aris saertod visac utevzavia xavsze?momceret da tevzi papalam :)\
damcyebi moy...  : (08 July 2015 - 08:51 PM) xvale mivdivar da tu icis vinmem shemexmianos
damcyebi moy...  : (08 July 2015 - 08:51 PM) rogor vitevzaot xavsze?an video tu arsebobs msgavsi rom vnaxo
ფლორა  : (06 July 2015 - 10:31 AM) gaumarjosssss.sad sheidzleba kalmaxze tevzaoba ras mirchevt tbiilisidan axlos???
giguna  : (05 July 2015 - 07:59 PM) gaumarjos sad mirchevt satevzaod wasvlas sionis da walkis garda
kruzuna  : (28 June 2015 - 10:22 AM) mogesalmebid.chiaturashi aris tba xurxumelas qvia aris kobri sazani karasi sqel shubla da ase shemdeg.qalaqidan aris 3 kilometrshi.kidev aris sofeli xreiti iqac aris seriozuli tba ciri arag da moinaxuled kargi iqneba
lia  : (22 June 2015 - 03:14 PM) gamarjobat, aq xshirad shemovdivar da zaglebistvis saintereso informaciebs vigeb. myavs cimbiruli haski Lilu 1,4 tvis, magram zalian mousvenari, giji, ver gavzarde rogorc sachiroa. sheizleba tu ara gavzardo normalurad, vascavlo da chems chkuaze moviyvano.
lia  : (22 June 2015 - 03:12 PM) lia_lika68@mail.ru
nadirobanadi...  : (14 June 2015 - 05:16 PM) rodesac dzagli moklul prinvels pirit apuchebs xom ver metyvit rogor gadavachvio?
zuraaa  : (13 June 2015 - 12:54 PM) ver metyvit loqostvis sauketeso satyuara raari?
babu  : (08 June 2015 - 02:51 AM) legion.ge ზე გადავედით და ამიტომ აქ პერიოდულად შემოვდივარ. ამიტომ შევეცდები ინდივიდუალურად გაგცეთ პასუხი.
xatuna  : (04 June 2015 - 07:09 PM) gamarjobat, ucxoels romelsac aqvs saqartveloshi mudmivi binadroba, aqvs tu ara ufleba, italiidan chamoitanos tavisi sanadiro tofi da daaregistriros saqartveloshi? gmadlobt
ზაზა G  : (29 May 2015 - 09:05 PM) გამარჯობათ მეგობრებო. მე ახალი დამწყები მონადირე ვარ, თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ და ამიხსენით კარგია თუ არა ჩეხური works ak 47
zuraa  : (28 May 2015 - 08:27 PM) Gamarjobat vapireb satevzaod wasvlas gldani tbaze da giirs wasvlaa ?
gigaroseba  : (23 May 2015 - 07:13 PM) cota ro gaaxlot saiti kargi iqneba
gigaroseba  : (23 May 2015 - 06:06 PM) kesi
gigaroseba  : (23 May 2015 - 06:06 PM) acrebi tavis droze hautare amas miaqcie didi yuradgeba
gigaroseba  : (23 May 2015 - 06:05 PM) ar inerviulo
gigaroseba  : (23 May 2015 - 06:05 PM) araa sashishi ara
gigaroseba  : (23 May 2015 - 06:05 PM) gamartjobat
kesi  : (06 May 2015 - 11:08 PM) გამარჯობა,მყავს 2 თვის ლეკვი და ბავშვებს თამაშის დროს კაწრავს ბრჭყალებით და საშიშია?
რაჭა  : (06 May 2015 - 05:28 PM) კობრზე სათევზაოთ სიმინდს და ჭიას ვიკენებ და თკვენ უკეთესს ხოარ მირჩევდით
რაჭა  : (06 May 2015 - 05:23 PM) :fried-chikken:
რაჭა  : (06 May 2015 - 05:23 PM) გამარჯობა როგორ ხარტ
pac_vip  : (02 May 2015 - 10:47 PM) https://www.facebook...11?ref=settings
dakot100  : (29 April 2015 - 05:55 PM) saits aqtiuroba ar etyoba rato bichebo?
giorgi.kobaidze  : (27 April 2015 - 04:33 PM) gamarjobat myavs 3 tvis pointeri da ganmanatlet rogor mouaro ra sakvebi mivce
Uyaska777  : (22 April 2015 - 02:07 PM) გამარჯობა ფორუმელებო :) აქა მშვიდობა! ამ საიტის ხშირი სტუმარი ვარ მაგრამ დღემდე არ ვიყავი დარეგისტრირებული. ძალიან კარგი საიტია! იქნებ რაიმე მირჩიოთ: მყავს 2თვის მდევარი სუფთა სისხლის ანგლოს ლეკვი. რწყილებზე და ტკიპებზე დამუშავებული მყავს ამ მხრივ სუფთაა. 3დღის წინ ჭიაზეც დავამუშავე და ცოტა დამისუსტდა თუმცა ასე იცის ჭიის წამალმა. კანზე აქვს სხვადასხვა ადგილზე ხორკლიანი ნადები (5 ადგილზე აქვს) ვეტერინარს ვანახე და ზელიონკით დავამუშავეთ. მუნი აქვსო მითხრა. ეტყობა დედასთან ყოფნისას უსუფთაოდ ყავდათო და არ არიო საშიში. იქნებ რამე მირჩიოთ რამე ხალხო მეცოდება ლეკვი
gvirgvina  : (13 April 2015 - 04:34 PM) :fried-chikken:
gvirgvina  : (13 April 2015 - 04:32 PM) gamarjobat mainteresebs chezeze ras metyvit. gtxovt gamomexmaurot visac gaqvt es iaragi an gqoniat. mitxarit misi shesadzleblobebi.dadebiti da uaryofiti mxareebi. winaswar madloba.am iaragze ra azris xart?/http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&cPath=18_103&product_id=7432006&p=4
mindia  : (11 April 2015 - 02:32 PM) 25 agvistos ixsneba
Tirifoneli  : (05 April 2015 - 12:31 PM) სეზონი რომელ რიცხვში იხსნება ძმებო?
Tirifoneli  : (05 April 2015 - 12:18 PM) გაიხარე შალვა.. მესიამოვნა ეს მესიჯი მართალი ხარ ძმაო, როგორმე ხელი უნდა შეუშალოთ ბრაკონიერების ბოგინს, ანტი მონადირეები არიან ზოგიც თავს ასახებენ ჭეშმარით მონადირეებათ მაგრამ კაცი რომ წავა გაზაფხულზე მართლაც გადაშენების პირას მყოფ ფრინველზე ან ცხოველზე რა უნდა უწოდო იმ კაცს, ,,ჩემთვის ნადირობა ბუნების სიყვარული და მასთან ურთიერთობაა,, მომეწონა ეს ფრაზა, ყველა ჭეშმარიტი მონადირესთვის ეგრეა ეს! თქვენს გვერდში ვარ მაქიმალურად, რითაც შემიძლია ,, : ) ბექა
Tirifoneli  : (05 April 2015 - 12:04 PM) დავაყენეეე ... სურათი .. ( :relaxed-fox:
Tirifoneli  : (05 April 2015 - 12:03 PM) გაუმარჯოსსს
Tirifoneli  : (05 April 2015 - 11:59 AM) გამარჯობა თაზო, ვერ დავაყენე სურათი ავატარზე ვერ დამეხმარები ძმა//
მერიკო  : (04 April 2015 - 10:41 PM) :running--rabb:
lega1113  : (31 March 2015 - 10:59 AM) velii pasuxs
lega1113  : (31 March 2015 - 10:59 AM) dedali lekvi anglo rusuli chreli vinc machuqebs mamal lekvs archevit davubruneb shemdgom
lega1113  : (31 March 2015 - 10:57 AM) axla araa shemodgomit amjamad ar vimyofebi saqartveloshi
lega1113  : (31 March 2015 - 10:56 AM) monadiris lekvi mindaa machuqot vinmem tu sheudzlia vinmes?
lega1113  : (31 March 2015 - 10:55 AM) gamarjobaat yvelas
bubububu  : (15 March 2015 - 07:12 PM) :runing-wolf:
bubububu  : (15 March 2015 - 07:11 PM) aziuri kaangalis shesaxeb mainteresebs dawvrilebit..
ნინი  : (12 March 2015 - 05:33 PM) გამარჯობა, გთხოვთ, დამეხმარეთ. კოსტავაზე რომ ზოოპლაზაა, კარგი სპეციალისტები ყავთ?
nunuka  : (08 March 2015 - 11:58 PM) :rabbit-carrot:
arvincho123  : (04 March 2015 - 09:37 AM) iqneb mogveshvelot gmadlobt
arvincho123  : (04 March 2015 - 09:37 AM) gamarjobat,axali cevri shemogiertdit,imedia damexmarebit tqven mainc.gvkavs cimbiruli xaski exla clis da sami tvisaa sascrapod vedzebt gamocdil am sitkvis zusti mnishvnelobit vet eqims jamrtelobis problema aqvs
chachiiiiiii...  : (13 February 2015 - 09:49 PM) Gamarjobat pointeris lekvs vyidi suftas momweret
gio7788  : (31 January 2015 - 10:35 PM) xaart vinme saitzee?
shalika  : (28 January 2015 - 08:45 PM) kolegebo ixvi sadaris aricittt
gio707  : (19 January 2015 - 06:39 AM) gamarjobat.mokled kvelaferi mainteresebs 32 kalibris tofis shesaxeb.ra upiratesoba aqvs da gildzshi ramdeni grami wamali ikreba
lukapatichi  : (17 January 2015 - 01:03 PM) gamarjobat .mimino yidva minda xom ver damexmarebit an pasebi ro mitxrat ra girs daaxloebiy
manchowiko  : (16 January 2015 - 11:25 AM) ij 18 cevio xo ar gaqvta
manchowiko  : (16 January 2015 - 11:25 AM) GAumarjos
gruzin  : (10 January 2015 - 10:16 AM) usabutoo sadgac 200 albad xoo ?
gruzin  : (08 January 2015 - 09:31 AM) iagterieris lekvs ramdenad viyidi xom aricis vinmeem ??
gia111  : (30 December 2014 - 12:48 AM) 597065215 amaze dareket
gia111  : (30 December 2014 - 12:44 AM) iarags xo ar xidis vinme 2 lulians 600 laris farglebshi
svanchi  : (15 December 2014 - 08:06 PM) გაუმარჯოს ბუნების ქომაგებს .ეხლახან შემოგიერთდით,კეტილი იყოს ჩვენი გაცნობა
ჩერქეზა  : (10 December 2014 - 06:03 PM) var axali wevri .gaumarjos monadireebs
monadirebii  : (09 December 2014 - 11:01 PM) გაუმარჯოს მონადირებს . ძაღლი დავკარგე ტეტრი წყაროს რაიონში. გონჩის ანგლო რუსული ჯიში და სურათის ატვირთვა მინდა და ვინმე ხომ ვერ მეტყვიტ როგორ ავტვირთო.
cagaa  : (08 December 2014 - 03:57 AM) ukacravad mainteresebs erti topit 2 adamianma tu sheidzleba isargeblos an mindobilobit an rame sxva xerxit tu arsebobs
badri624  : (23 November 2014 - 02:13 AM) aravin agar shemodis am saitze?
უსანეთაშვილი  : (17 November 2014 - 05:34 PM) გაუმარჯოს მონადირეებს
lintmar  : (31 October 2014 - 08:17 PM) იმედია საინტერესო თემები იქნება ყოველთვის განხილვის საგანი
lintmar  : (31 October 2014 - 08:16 PM) მოგესალმებით ბატონებო, ამიერიდან მეც თქვენს რიგებში ვარ
jeko  : (28 October 2014 - 01:56 PM) შეგიძლიათ რამე მირჩიოთ თურქული წარმოების გლუვლულიან ვოლტერ მ13... პოლუავტომატია გაზის სისტემაზე?
jeko  : (28 October 2014 - 01:55 PM) მოგესალმებით ფორუმელებო.. ეხლა დავრეგისტრირდი..
jigita  : (25 October 2014 - 10:31 PM) მოგესალმებით ბუნების მოყვარულებო
sana  : (13 October 2014 - 03:26 PM) ?????????????
sana  : (13 October 2014 - 03:24 PM) გაუმარჯოს მონადირე ხალხს ერთი კიტხვა მაქვს დზაგლი მყავს ანგლო რუსული ჭრელი სულ ცივდება სიცხე აქვს ყელი ანუ სანერწყვე ჯირკვალი შესიებული აქვს რამე რჩევა შეგილიათ მომცეტ რა ვუშველო ???????????
sana  : (13 October 2014 - 03:19 PM) ვგდს
tuni  : (02 October 2014 - 09:17 PM) ?
ladykarate  : (28 September 2014 - 06:04 PM) გამარჯობათ, ნუცუბიძის მიმდებარედ მიმინოა ნაპოვნი. შინაურია, მოშინაურებული. პატრონს ვეძებ. ხომ არავინ იცით ისეთი ვინც მიმინო დაკარგა?
lasha1980  : (28 September 2014 - 03:13 PM) jon.jeji2 es skupea cshemi
lasha1980  : (28 September 2014 - 03:12 PM) gamarjobat ij 58 minda viyido kargi movlili tu vinmes aqvs gasayidi shemexmianet
chito1981  : (23 September 2014 - 03:29 PM) gamarjobat rusuli kokeri xom aravis gyavt mamaliii?shesajvareblad minda tu gyavt shemomexmianet ra 599-222-103
monadire007  : (22 September 2014 - 01:52 PM) gamarjoba monadireebo aq zveli cevria monadire2011 xom ar icnobt am pirovnebas rom damakavshirot gmadlobt cinascar
ბაჩუკი  : (21 September 2014 - 09:47 PM) აქა მშვიდობა მკვლელებოოოო
gizuna  : (21 September 2014 - 08:09 AM) axali daregistrirebuli var da ragac kitxva maqvs da sad an vis mivmarto am kitxvit?
medavid  : (06 September 2014 - 08:56 PM) hi
Thinker  : (06 September 2014 - 01:45 PM) ახალი დარეგისტრირებული ვარ ამ საიტზე და მონადირე ძაღლზე შეკითხვის დასმა მინდა და რომელ კატეგორიაში უნდა დავსვა
charli 777  : (05 September 2014 - 09:13 PM) gamarkviet gtxovt ra xdeba rogor ra vqna?
charli 777  : (05 September 2014 - 09:12 PM) gilocavt yvelas sezonis gaxsnas cota vian
chopra  : (05 September 2014 - 11:45 AM) ikideba pointeris lekvebi
chopra  : (05 September 2014 - 09:37 AM) pointeri
charli 777  : (04 September 2014 - 10:02 PM) ეხლა დავრეგისტრირდი და მოდადირეებო ვიმეგობროთ ეგ ხო ჩვენი ჰობია.ტან გავერკვევი
chopra  : (04 September 2014 - 04:39 PM) RCBS GRAND Shotshell Reloading Press: Full Progressive Reloading
amirana  : (02 September 2014 - 04:21 PM) ????????????????????????
amirana  : (02 September 2014 - 04:20 PM) gamarjobat gilocavt nadirobis sezonis gaxsnas tqveni azrit romeli jobia nadirobashi pointeri tu seteri. me myavs inglisuri pointeri shavi feris
kaxa vasadze  : (29 August 2014 - 04:05 PM) ყველას მოგესალმებით კაი ხალხო და ცოტა მოგვიანებით გილოცავთ სეზონის გახსნას
გოგა მონადირე  : (19 August 2014 - 05:16 PM) legioni ratomaa gatishuli ?
maiko777  : (06 August 2014 - 11:37 PM) qoshigoris teritoriaze mamachems 3 dgis win daekarga mj-58-is cevio,dzalian gtxovt tu vinme ipovit daurekot ra :( mis nomers vwer 599409156
maiko777  : (06 August 2014 - 11:36 PM) gamarjobat
Oxera  : (06 August 2014 - 03:47 PM) მოგესალმებით ყველას. Beretta SV10 Perennia I kick off რას ფიქრობთ ამ თოფზე თუ ვინმემ იცით?
vaja15  : (05 August 2014 - 10:20 AM) გამარჯობათ. ნადირობის სეზონი როდის იხსნება?
გიორგი(HUNTER)  : (01 August 2014 - 12:58 PM) pointeri mec myaavs magram vafshe magrad nadirobs zamtarshic da zafxulze
Изменение размера пространство чата

  • (3 გვერდები)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • შენ არ შეგიძლია ახალი თემის გახსნა
  • შენ არ შეგიძლია ამ თემაში გამოხმაურება

მეძებარი ძაღლების დაგეშვა

#1 User is offline   დავით profile  

  • გამოცდილი მონადირე
  • Icon
  • ჯგუფი: ადმინისტრატორი
  • პოსტები: 866
  • შემოგვიერთდა: 07-August 10
  • მისამართითბილისი

Posted 07 July 2012 - 03:21 PM

Posted Image

თქვენი შეგირდი უკვე გაიზარდა. თუ სათანადო წრთვნის კურსი გაიარა, ე.ი ხალისით და ზუსტად ასრულებს ბრანებებს, მაშინ ის მზადაა მინდორში გასაყვანად. თანამედროვე მეძებრებს მრავალი თვისება თანდაყოლილი აქვთ, მათ შორის ნადირობის ჟინი, ძებნა და ნაბული. მგეშავის საქმეა ახალგაზრდა ძაღლს ეს თვისებები ჯერ გაუღვიძოს, შემდეგ კი მიზანმიმართული ვარჯიშით თანდათან განუვითაროს, დაუხვეწოს და გაუმყაროს.

თუ თქვენი ლეკვი მუშა ძაღლების შთამომავალია, მაშინ ისიც, დიდი ალბათობით, კარგ სანადირო თვისებებს გამოამჟღავნებს. არ უნდა შეშინდეთ, როცა პირველ ხანებში ის უსისტემო სირბილს დაიწყებს და პეპლების გარდა ყურადღებას არაფერს მიაქცევს. ცხადია, უკეთესი იქნება, თუ ლეკვი მინდორში პატარაობიდანვე, სეირნობის დროს იქნება ნამყოფი, მაშინ ბალახის, ყვავილებისა და პეპლების დანახვაზე იგი შედარებით ნაკლებად გაფიცხდება და რამდენიმე წუთიანი სირბილის შემდეგ, როცა გულს იჯერებს, ძალდაუტანებლად დაიწყებს ბრძანებბების შესრულებას...

ზოგიერთი მონადირე დიდ, ზოგჯერ კი გამოუსწორებელ, შეცდომას უშვებს, როცა ძაღლის დაგეშვას იმ ადგილებში იწყებს, სადაც ფრინველი მრავლადაა. მართლაც, ბევრ მგეშავს სურვილი აქვს, რაც შეიძლება სწრაფად დაგეშოს ძაღლი და პირველივე წელს სრულფასოვნად ინადიროს, მაგრამ ავიწყდება, თუ ხშირად რა შედეგი მოჰყვება ხოლმე ამას. მრავალწლიანი გამოცდილებით დამტკიცებულია, რომ მეძებარი სწორად და კარგად იმ შემთხვევაში მუშაობს, როცა პირველადი გეშვა ისეთ ადგილებშია აქვს დაწყებული, სადაც ფრინვრლი მცირე რაოდენობით იყო. რატომ ხდება ასე? პირველ რიგში, იმიტომ, რომ იქ სადაც ფრინველი ბევრია, ძაღლი მაშინვე, წამყვანიდან 5-10 ნაბიჯში, პოულობს მას, რომელსაც მოჰყვება მეორე, მესამე და ა.შ ასეთ შემთხვევაში ძაღლი ვერ სწავლობს სწორი მანერით ძებნას და უსისტემოდ დარბის მინდორში. ამგვარად დაგეშილი ძაღლები ფრინველით ღარიბ სავარგულში მალე კარგავენ აზარტს, არ ავითარებენ სათანადო სისწრაფეს და მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მათგანი მაინც თავგამოდებით მისდევს ფრინველს. ასე, რომ, გახსოვდეთ: შესანიშნავი ყნოსვის ძაღლი, თუ ის უსისტემოდ ეძებს, ნადირობისას ყოველთვის ჩამორჩება საშუალო ყნოსვის, მაგრამ სწორი მანერით მომუშავე ძაღლს.

ახალგაზრდა დაუგეშავი ძაღლი, როგორც წესი, უჩვეულო გარემოში ძნელად ასრულებს ბრძანებებს. ამავე დროს მას ფრინველისადმი თანდაყოლილი ლტოლვა აქვს, ამიტომ როცა ის პირველ ფრინველს წამოაფრენს, მის დაჭერის სურვილი უჩნდება და მისდევს. თუ პირველ ფრინველს გაეკიდა, მაშინ აუცილებლად გაეკიდება სხვებსაც და ეს მავნე ჩვევა ე.წ. „ავტომატიზმში" გადავა, რაც საკმაოდ ძნელი გამოსასწორებელია. ამას პროფესიონალ მაგეშავთა მრავალწლიანი გამოცდილებაც ადასტურებს. ამიტომ ძაღლისთვის ფრინველის ჩვენება საჩქარო არ არის. მთავარია, ახალგაზრდა ძაღლი მიხვდეს, თუ რატომ დაჰყავთ მინდორში, მასში უნდა გაიღვიძოს ნადიობის ჟინმა რისთვისაც სრულიად საკმარისია 2-3 ფრინველის ჩვენება. როგორც კი დარწმუნდებით, რომ ფრინველმა ძაღლში ინტერესი და ლტოლვა გამოიწვია, იგი მაშინვე გადაიყვანეთ ისეთ ადგილას, სადაც ფრინველი ნაკლებად ან საერთოდ არ არის. იგი მის ძებნას დაიწყებს, თქვენ კი მოგეცემათ საშუალება მშვიდად ასწავლოთ მას სწორი მანერით მუშაობა.



გეშვისათვის აუცილებელი ატრიბუტები

გეშვისათვის აუცილებელია:

საყელური, საბელი,

სასტვენი.

დაგჭირდებათ 25-30 მეტრიანი „კორდაც"-ჩვეულებრივი 8-10 მმ-იანი თოკი. ზოგი თოკს არ ხმარობს, რადგან ფიქრობს, რომ ძაღლს მისი ტარება უჭირს და წვრილ ზონარს ან თასმას იყენებენ. თუმცა ძაღლი საკმაოდ ადვილად დაატარებს შედარებით მძიმე კორდასაც კი, თან საკმარის სიჩქარესაც ავითარებს. ზონარი კი მოუხერხებელია. პირველ ხანებში ძაღლის შესაკავებლად მისი ძლიერად მოქაჩვა არის ხოლმე საჭირო. ამ დროს ზონარის ხელში დაკავება საკმაოდ ძნელია-ცურავს და ხელისგულსაც აზიანებს.

კორდა საყელურზე „კარაბინით" უნდა მიამაგროთ. თუ თქვენი ძაღლი რბილი ხასიათისაა და დამჯერია, შეიძლება კორდა არც კი დაგჭირდეთ, მაგრამ ასეთი შემთხვევები იშვიათია. უფრო ხშირად კორდის ტარება აუცილებელია ხოლმე არამარტო გეშვის, არამედ ნადირობის დაწყების წინაც. მართალია, კორდა ერთგვარად თრგუნავს ძაღლს, მისი ნერვულლი სისტემის შეკავებას იწვევს, რადგან ძაღლი თავს დაბმულად გრძნობს, მაგრამ კორდაზე მყოფი ძაღლი მუდმივად ხელში გეყოლებათ და მისი მართვა გაგიადვილდებათ.


დასაგეში ადგილის შერჩევა

ძაღლის გეშვის დასაწყებად ადგილის შერჩევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველაზე კარგია, თუ ადგილმდებარეობას დაზვერავთ და ისეთ მინდორს შეარჩევთ, სადაც ბუჩქები ნაკლებად არის, რათა ძაღლი თქვენი თვალთახედვის არეში გყავდეთ. ასევე სასურველია. თუ მინდორში არანაირი ფრინველი არ იქნება. თუმცა ასეთი ადგილის პოვნა საკმაოდ ძნელია, ვინაიდან ტოროლები და სხვა წვრილი ფრინველები ყველგანაა და ამას ძალაუნებურად უნდა შეეგუოთ, მთავარია, არ იყოს სანადირო ფრინველი. როცა ძაღლს მინდორში სათანადო უნარ-ჩვევებს გამოუმუშავებთ, შეგიძლიათ ის მეჩხერ ტყეშიც შეიყვანოთ (შემდგომში რომ არ იუცხოოს), მაგრამ დიდი ხნით არ უნდა დაგეკარგოთ თვალიდან. და კიდევ ერთი, იქ სადაც ძაღლს გეშავთ, არ უნდა იყოს უცხო გამაღიზიანებლები (საქონლები, სხვა ძაღლები, სასოფლო სამეურნეო ტექნიკა და ა.შ), რაზეც ძაღლი ყურადღებას გადაიტანს. მოგვიანებით, როცა ძაღლი სწორი მანერით ძებნას საბოლოოდ აითვისებს, მისი ყურადღება სხვა გამღიზიანებლების მიმართ არ გაიფანტება.
Monadire.Com - ყველაფერი ნადირობაზე, თევზაობაზე და იარაღზე...
1

#2 User is offline   დავით profile  

  • გამოცდილი მონადირე
  • Icon
  • ჯგუფი: ადმინისტრატორი
  • პოსტები: 866
  • შემოგვიერთდა: 07-August 10
  • მისამართითბილისი

Posted 07 July 2012 - 03:27 PM

ძაღლის კვება პირველადი გეშვისას

მეძებართან მუშაობის დროს მგეშავი, პირველ რიგში, განსაკუთრებული ყურადღებით უნდა მოეკიდოს ძაღლის კვებას, რადგან ოთხფეხა შეგირდის მარტო ჯანმრელობა როდია დამოკიდებული მხოლოდ კვებაზე;

მინდორში გასვლა და მუშაობა, თუნდაც მხოლოდ 2-3 საათი, დახარჯული ენერგიის აღსადგენად გაძლიერებულ კვებას მოითხოვს, მეორე მხრივ გამაძღარი და გასისინებული ძაღლი ძნელად საგეშია: სასუსნავით წახალალისების გამოყენებით გეშვა ნაკლებად შედეგიანია, ხანდახან კი უბრალოდ შეუძლებელიცაა. გამოსავალი კარგად მოფიქრებული კვების რეჟიმია, რომელიც ამა თუ იმ კონკრეტულ ძაღლზე იქნება გათვლილი.

ძაღლი თუ რბილი ხასიათისაა, დამჯერია, ბრძანებებს სწრაფად და ზუსტად ასრულებს, მისი რაციონი მხოლოდ დახარჯულ ენერგიას უნდა ითვალისწინებდეს, ხოლო თუ ჯიუტი და თავნებაა, ძნელადაღსაზრდელია, მაშინ სპეციალური კვების რეჟიმზე უნდა გადაიყვანოთ. ამისათვის ძალიან მარტივი წესების დაცვა მოგიწევთ: იმ დღეს როცა მეცადინეობა გაქთ დაგეგმილი, ძაღლს ვარჯიშამდე საჭმელი არ მისცეთ: თუ „მოწაფე“ განსაკუთრებით გაუგონარია, ის წინა საღამოსაც მშიერი უნდა დატოვოთ. ასეთი ძაღლი, მინდორში ერთი თვალით წინ რომ იყურება, მეორე - პატრონის ჯიბისკენ აქვს, იქნება ლუკმა გაიმეტოს და ჩამიდოს პირშიო. სასუსნავით წახალისების მეთოდს მხოლოდ ამგვარ შემთხვევაში აქვს ეფექტი.
12 საათიც რომ აშიმშილოთ ამით ძაღლს არაფერი დაუშავდება და მშვენივრად ეყოფა ძალა 2-3 საათის სარბენად.

იმ ძაღლებს რაღა მოვუხერხოთ, რომლებიც საერთოდ აზიზად ჭამენ და თან, დიდი დამჯერომითაც არ გამოირჩევიან? ასეთი ძაღლებისათვის მთელი დღე უჭმელობაც ჩვეულებრივი ამბავია. გამოსავალი აქაცაა. დაუდგით ძაღლს საჭმელი თუ პირი არ დააკარა, აიღეთ და მეორედ მხოლოდ 12 საათის შემდეგ შესთავაზეთ. თუ ისევ უარი თქვა, აიღეთ და კიდევ 12 საათი აშიმშილეთ და მერე დაუდგით. ასე გააგრძელეთ მანამ, სანამ ძაღლი იმდენად არ დაიმშევა, რომ საჭმელს ხელიდან გტაცებდეთ. როცა მეძებარი ხარბად და თქლაფათქლუფით მიირთმევს სალაფავს, სწორედ ამ დროსაა საჭირო მინდორში სავარჯიშოდ გაყვანა, რა თქმა უნდა შედარებით მოკლე ხნით. დამშეული ძაღლი ერთი ნატეხი პურის საფასურად, რასაც გინდათ იმას შეგისრულებთ.

საკამათო არავისთვისაა, მეძებართან მუშაბისას წარმატების მისაღწევად ერთ-ერთი ძირითადი ბრძანება გახლავთ - „ჩემთან!“, ძაღლი დაუყოვნებლად უნდა მოდიოდეს ამ ბრძანებაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მასთან ერთად მინდორში გასვლას არავითარი აზრი არ აქვს. ამ ბრძანების ათვისება, შეუფერხებლად შესრულება, სასუსნავის გარეშე, ძნელად მიიღწევა: ეს მეთოდი, განსაკუთრებით მშიერ კუჭზე მოქმედებს კარგად - როცა ჯილდო გამორჩეულად სასურველია და ცივი მჭადიც შაქარია. არიან ისეთი გეშვის მომხრეებიც, რომლებიც თვლიან რომ ძაღლს წრთვნის დროს სახლში საჭმელი საერთოდ არ უნდა ვაჭამოთ, მინდორში ბრძნებების და მითითების სწორედ შესრულებისთვის ჯილდოდ რასაც დაიმსახურებს ის ეყოფა საძღომადაც და წასახალისებლადაცო.

შეზღუდული კვების რეჟიმზე გადაყვანისას არ უნდა გადააჭარბოთ, ყველაფერში ზომირებაა საჭირო, ყოველი ვარჯიშის, მინდორში ყოველი გასვლის შემდეგ შეგირდი კარგად დაანაყრეთ, ულუფა გაუზარდეთ და ჩვეულებრივზე მეტი საკვები მიეცით. მხოლოდ მინდორში მეორე გასვლის წინ შეიძლება ძაღლის კვებასთან დაკავშირებული, ზემოთ აღნიშნული ექსპერიმენტის ჩატარება, უკეთესი მორჩილების მისაღწევად. დასკვნა ასეთია: მგეშავს სასუსნავი ყოველთვის საკმაო რაოდენობით უნდა ედოს ჯიბეში. ძაღლის წახალისება აუცილებელია ყველა ზუსტად შესრულებული დავალებისა და ბრძანების შემდეგ.
Monadire.Com - ყველაფერი ნადირობაზე, თევზაობაზე და იარაღზე...
1

#3 User is offline   დავით profile  

  • გამოცდილი მონადირე
  • Icon
  • ჯგუფი: ადმინისტრატორი
  • პოსტები: 866
  • შემოგვიერთდა: 07-August 10
  • მისამართითბილისი

Posted 07 July 2012 - 03:52 PM

გეშვისთვის ხელსაყრელი დრო და ვარჯიშის ხანგრძლივობა

პირველ რიგში, ახალგაზრდა ძაღლთან იმდენ ხანს უნდა იმუშაოთ, რამდენ ხანსაც მას ძებნის ხალისი ექნება, რადგან გადაღლის შემდეგ ძაღლი ტემპს აგდებს და ნადირობის ჟინსაც კარგავს, რაც, ცხადია, არასასურველია. ამასთან ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ საბოლოოდ ჩამოუყალიბებელ-ფორმირებული ძაღლის ფიზიკურად ზედმეტად გადატვირთვა დაუშვებელია და აი რატომ: მინდორში ძაღლი გამუდმებით სხვადასხვა ბრძანებებს ღებულობს, რაზედაც მას რეაგირება უხდება. ფიზიკურ დაღლილობას ამ დროს ნერვული დაძაბულებაც ემატება და, შესაძლოა ძაღლმა უარი თქვას ძებნის გაგრძელებაზე და გვერდში ამოგიდგეთ. საერთოდ გადაღლილი ძაღლი მკვეთრად ამცირებს ძებნის სისწრაფესა და დიაპაზონს, უქვეითდება ყნოსვაც და იგი „ცრუ" ნაბულების კეთებას იწყებს. მიღებულია, რომ ერთსაათიანი ინტენსიური მუშაობა სრულიად საკმარისია, ამის შემდეგ ძაღლი კარგად უნდა დაასვენოთ.

ძაღლის გეშვისათვის რომელი პერიოდია საუკეთესო? ეს საკითხი ბევრს აინტერესებს. ძაღლის ზოგიერთი პატრონი საამისოდ გათენებამდე დგება, ისევე, როგორც სანადიროდ წასვლისას. ამის გაკეთება აუცილებელი სულაც არ არის. თქვენ სანადიროდ, ხომ არ მიდიხართ, რომ დასიცხებამდე სროლით გული იჯეროთ. უკეთესია, თუ სავარგულში მაშინ გახვალთ, როდესაც ნამი გაშრება- არც თქვენ დასველდებით და მშრალი კორდით მუშაობაც გაგიადვილდებათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ძალიან ხშირად რიჟრაჟზე ნიავი არ არის ხოლმე, რაც ძაღლის თვის აუცილებელია. მთავარია, რომ ამ დროს დიდი სიცხე არ იყოს. თუ გრილი ამინდია, ძაღლთან დღის ნებისმიერ დროს შეიძლება მუშაობა, მაგრამ მაინც დილა-საღამო ჯობია.
მინდორში გასვლის წინ ძაღლს მსუბუქად უნდა აჭამოთ. სრული ულუფა მას მინდვრიდან დაბრუნების შემდეგ, ერთი საათის შემდეგ მიეცით. თუ ძაღლი ფიზიკურად ძლიერია და ჯამრთელი, მაშინ ყოველდღიური ვარჯიში დასაშვებია, ყოველ შემთხვევაში კვირაში სამჯერ მაინც აუცილებელია, რადგან მეცადინეობის ხშირად გაცდენის შემდეგ ბევრი ძაღლი ათვისებულ ილეთებს ივიწყებს. უნდა გაითვალისწინოთ, რომ მინდორში პირველად გასული ძაღლი ბევრ უცნობ რამეს დაინახავს და შეიძლება ისე გაერთოს, რომ თქვენს ბრძანებებს ყურადღებაც აღარ მიაქციოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ყვირილი, მითუმეტეს ფიზიკური დასჯა არ შეიძლება. ძაღლი დაშინდება და ის უფრო მეტ ყურადღებას თქვენს მოქმედებას მიაქცევს, ვიდრე ძებნისას მიცემული ბრძანების შესრულებას.
Monadire.Com - ყველაფერი ნადირობაზე, თევზაობაზე და იარაღზე...
1

#4 User is offline   დავით profile  

  • გამოცდილი მონადირე
  • Icon
  • ჯგუფი: ადმინისტრატორი
  • პოსტები: 866
  • შემოგვიერთდა: 07-August 10
  • მისამართითბილისი

Posted 07 July 2012 - 03:57 PM

ძებნის მანერის გამომუშავება

ბრძანების შემდეგ-„ნახე" („ეძებე") მეძებარმა მისი ჯიშისათვის დამახასიათებელი ალურით ქარის საწინაამღდეგოდ მაქოსებური მოძრაობით უნდა დაიწყოს ძებნა, უნდა მოუხვიოს ნიავის მხარეს გარეთა მხრიდან, არ უნდა გაჩერდეს ფრინველის კვალზე, მაგრამ ეს ყველაფერი მას ჯერ უნდა ასწავლოთ.

გეშვის დაწყების პირველი ეტაპი სწორი მანერით ძებნის გამომუშავებაა. სწორი ძებნა ყველა თანამედროვე მეძებარში შთამომავლობით არის გადმოცემული, მაგრამ თქვენი ვალია გააღვიძოთ ეს უნარი და ისე განამტკიცოთ, რომ ძაღლი მუდმივად, ნებისმიერი ტიპის სავარგულში მეტ-ნაკლებად სწორად ეძებს. ამინტომ მინდორში შესვლისას უნდა გაითვალისწინით ქარის მიმართულება და აუცილებლად ქარის საწინაამღდეგოდ უნდა ატაროთ ძაღლი. თუ ნიავი არ არის, ისევე როგორც ძლიერ ქარში ვარჯიში არ შეიძლება.

მინდორში გახვედით, პირობები ხელსაყრელია. ძაღლი დააწვინეთ, კორდა გაშალეთ, საყელურზე ჩააბით, მეორე ბოლო კი ხელში დაიჭირეთ. თუ ძაღლი წამოხტომას შეეცდება, ნუ გაუშვებთ. გადაიწიეთ გვერდზე იმ მიმართულებით, საითაც ძაღლი უნდა გაუშვათ. ხელიც იმ მიმართულებით გაიქნიეთ და ძებნის დაწყების ბრძანება მიეცით. ის მაშინვე წამოხტება და მითითებული მხარეს გაიქცევა. საშუალება მიეცით გაიქცეს იქამდე, სადამდეც კორდა გაუშვებს და შემდეგ მოკლე ჩასტვენითა და ბრძანებით „უკან" ძაღლი აიძულეთ შემობრუნდეს. მეძებარი გაჩერდება და გაკვირვებით შემოგხედავთ, მაგრამ მერე გამოიქცევა. აკრიფეთ კორდის ნაწილი, როცა ძაღლი გაგისწორდებათ, საპირისპირო მხარეს გაგზავნეთ. ამ დროს თქვენ აუჩქარებლად წინ გადაინაცვლეთ მხოლოდ არა სწორხაზოვნად, არამედ ტეხილის ხაზით იგივე მაქოსებური მოძრაობით, მაგრამ შედარებით ვიწრო დიაპაზონზე. გახსოვდეთ, რაც უფრო მეტად იმოძრავებთ და რაც უფრო ნაკლებ მანძილს გაივლით, მით უფრო მჭიდრო პარალელებზე ირბენს თქვენი ძაღლი. ხშირად გაჩერებაც მოგიწევთ, ზოგჯერ-უკან დახევაც, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია. ძაღლს უნდა დაელოდოთ და სასურველი მიმართულებით გაგზავნოთ. პირველი ორი-სამი მეცადინეობა გამოუცდელი მგეშავისათვის მეტად დამღლელია, მაგრამ სხვა გზა არაა.

მაგრამ თუ გვერდზე გასული ძაღლი ბრძანების შემდეგ არ შემოუხვევს, მაშინ განმეორებითი ბრძანებისთანავე კორდის მოქაჩვით აიძულეთ იგი შემობრუნდეს. თუმცა ძალიან ძლიერად მოქაჩვა არ შეიძლება, ფიზიკური ტკივილი ზოგიერთ მეძებარს თრგუნავს და ისე აშინებს, რომ ძებნას საერთოდ თავს ანებებს. ძლიერ მოქაჩვას მხოლოდ ზედმეტად ფიცხი, ტემპერამენტდაუოკებელი ძაღლები საჭიროებენ.

არ უნდა გაგიკვირდეთ, თუ ძაღლი თავიდან ორი-სამი მეცადინეობის შემდეგ სრულად ვერ მიხვდება, თუ რას მოითხოვენ მისგან. გაივლის მცირე დრო და შეამცნევთ, რომ ძაღლს სასტვენის შემდეგ შემობრუნებისათვის კორდით მოქაჩვა აღარ დასჭირდება. დარწმუნდებით თუ არა ამაში, კორდას ხელი გაუშვით ძაღლი იგრძნობს რა თავისუფლებას, სვლას აუჩქარებს. ამ დროს თქვენ წინ წაიწიეთ და ყოველ შემთხვევისათვის კორდას ფეხი დაადგით. თუ ძაღლი სასტვენის შემდეგ მაშინვე შემობრუნდება, კორდიდან ფეხი აიღეთ, ხელით მიმართულება აჩვენეთ და, როცა ძაღლი ჩაგირბენთ, თქვენ წინ გადაიწიეთ. თუ ძაღლი ბრძანებას არ დაემორჩილა, ფეხდადგმული კორდა ხელში აიღეთ, მოქაჩეთ და აიძულეთ შემოუხვიოს. როგორც წესი, რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ კორდის ხელში დაჭერა აღარ დაგჭირდებათ, ძაღლი ყველაფერს თვითონ გააკეთებს.

როცა სწორი მანერით ძებნის უნარს გამოიმუშავებს და დაამყარებს, მეძებარი შეგიძლიათ კორდიდან გაათავისუფლოთ: მაგრამ აჩქარება სასურველი არ არის, ძაღლმა შეიძლება პარარელებზე იმოძრაოს, მაგრამ ძალიან შორს დაიწყოს გასვლა.ეს კი უკვე სერიოზულ ძალისხმევას მოითხოვს და შეიძლება ამაოდაც გაისარჯოთ. ასეთი ჩვევა ზოგიერთ ძაღლს (უპირატესად ინგლისურ მეძებრებს) სიცოცხლის ბოლომდე მიჰყვება. მაშ რამდენი ხანი უნდა დაეთმოს კორდის სწავლებას? პირველ რიგში, ეს ძაღლის ტემპერამენტზეა დამოკიდებული, შემდეგ აღზრდასა და გაწაფულობაზე. დღეს ისეთი ძაღლებიც გვხვდებიან, რომლებიც, კორდით ტარებას არა მარტო პირველ წელს, არამედ მეორე წელსაც საჭიროებენ. ჩვეულებრივ კი სამი-ოთხი კვირს შემდეგ მეძებარი უკვე სრულიად მომზადებულია ხოლმე და იგი უნდა გაანთავისუფლოთ კორდისაგან. ამას ადვილად მივხვდებით ძაღლის მოქმედების მიხედვით. რაღა საჭიროა კორდა, თუ ძაღლი გვერდზეც სასურველ მანძილზე გადის, სწორად უხვევს და იცვლის მიმართულებას.

სანამ ძაღლს კორდის გარეშე საძებნად გაუშვებთ, ჯერ აუცილებლად დააწვინეთ, დააწყნარეთ. ძებნისას ყურადღებით ადევნეთ თვალი მის ნებისმიერ ქმედებას, არ მისცეთ საშუალება დასაშვებ მანძილზე შორს წავიდეს. უყურადღებოდ არ დატოვოთ მცირეოდენი შეცდომაც კი. მაგალითად, შეამჩნიეთ, რომ ძაღლმა მოკლე მანძილზე დროზე ადრე შემოუხვია, თუ არ დაუშლიათ შემდგომში იგი ამას სულ უფრო ხშირად გააკეთებს, ცალ მხარეს მუშაობას დაეჩვევა და მეორე მხარეს დაუძებნელს დატოვებს.

მინდორში მუშაობის საწყის პერიოდში ახალგაზრდა ძაღლები ხშირად ვერ ხვდებიან იმას, თუ რატომ აქვთ მათ ცხვირი და საერთოდ არ იყენებენ მას. აი, თქვენ შეამჩნიეთ, რომ ძაღლი უცბად გაჩერდა და რაღაცის ყნოსვა დაიწყო. არავითარ შემთხვევაში არ მიცეთ უფლება დიდხანს იქექოს კვალში. იმის ვარაუდით, რომ ქექვის შედეგად ძაღლი საბოლოოდ ფრინველს იპოვნის და ნაბულს გაუკეთებს, ზოგი მგეშავი თავს იკავებს ამკრძალავი ბრძანებებისაგან, რაც დაუშვებელია. ძაღლს კვალზე მუშაობას თუ არ დაუშლით, იგი სამუდამოდ „ქექიად" დარჩება. ასეთი მეძებრები ჩაყოფენ თუ არა ცხვირს კვალზე, ფიცხად მისდევენ ფრინველს და მას როგორც წესი, ნაბულის გარეშე აფრენენ.

ზოგჯერ ძაღლი ისე ერთობა კვალის ქექვაში, რომ აღარ რეაგირებს და სასტვენს ყურადღებას აღარ აქცევს. ამ დროს ყველაზე ეფექტურად ხმამაღალი ბრძანება-„დაწე" ან „დაუნ" მოქმედებს, რომელსაც ძაღლი ლეკვობიდანვე უნდა მიაჩვიოთ, თან ისე, რომ პირველივე ბრძანებაზე მოცელილივით უნდა ვარდებოდეს მიწაზე. შემდეგ უნდა მიხვიდეთ მასთან, უნდა ჩააბათ კორდა და მოშორებით განაგღძოთ მეცადინეობა.

ძაღლისათვის სწორი მანერით ძებნის სწავლება მეტად შრომატევადი საქმეა, დიდი ძალისხმევასა და მოთმინებას მოითხოვს. ამიტომ ვარჯიშისას არა მარტო ძაღლს უნდა მიაქციოთ ყურადღება, არამედ საკუთარ თავსაც. დაიოკეთ ტემპერამენტი და არც კი ეცადოთ გაღიზიანებულმა ყვირილი დაუწყოთ ან უარესი, მცირეოდენი უზუსტობისთვის ძაღლი დასაჯოთ. თქვენ ხომ ძალიან კარგად იცით თქვენი ძაღლი ჯიუტია თუ თვინიერი, მორჩილია თუ დაუჯერებელი. სწორეთ ამის გათვალისწინებით უნდა დაგეშოთ ის. მუდამ გახსოვდეთ, რომ ორი ერთნაირი ტემპერამენტის ძაღლი არ არსებობს.

სწორად ძებნის სწავლების ზემოაღწერილი მეთოდი ძაღლების აბსოლუტური უმრავლესობისთვის გამოდგება, მაგრამ არიან გამონაკლისებიც. მართლაცდა, როგორ უნდა გამოუმუშაოთ ძაღლს სწორი ძებნა, თანაც კორდით, თუ ის ფეხიდან არ სცილდება პატრონს ან ხუთიოდე ნაბიჯზე ტრიალებს? ასე მხოლოდ ძალიან მშიშარა ძაღლები იქცევიან, რომლებსაც მკვეთრად შეკავებული ნერვული სისტემა აქვეთ. თუ ასე ძაღლს კორდას გაუკეთებთ, იგი საერთოდ გაჩერდება და არაფრისდიდებით ნაბიჯსაც არ გადადგამს. ამგვარად ძაღლთან მხოლო ალერსიანი მოპყრობით შეიძლება მუშაობა. უმნიშვნელო ძალდატანება, დაყვირება და უხეში მოპყრობა მხოლოდ გაართულებს საქმეს. თუ დაუყვირებთ და დაემუქრებით, იგი კუდს ამოიძუებს, გაგეცლებათ ან დაწვება. ამის შემდეგ მისი ნდობის მოპოვება ძნელია.

ამ ტიპის ძაღლთან მუშაობისას ნუ აჩქარდებით. პირველ ხანებში ეცადეთ იგი რაიმეთი დააინტერესოთ, რომ გარკვეულ მანძილზე დაგშორდეთ. არ არსებობს ისეთი მეძებარი, რომელიც ინტერესს არ იჩენდეს წვრილი ფრინველის მიმართ. დაიმახსოვრეთ ტოტოლას ჩაჯდომის ადგილი, მისკენ გაემართეთ და შეეცადეთ, ძაღლმა მისი აფრენა შეამჩნიოს. გააკეთებს რამდენიმე ნაბიჯს მისკენ?-შეაქეთ, წაახალისეთ, ხოლო თუ გაფრენილს გაეკიდება არ დაუშალოთ. ნელ-ნელა ასეთი ძაღლი თვით დაჯერებული გახდება და ძებნის სურვილიც გაუჩნდება. ამის შემდეგ უკვე შეიძლება სწორი ძებნის სწავლება. როგორც წესი, კორდა ამ შემთხვევაში საჭირო არ არის, ყოველ შემთხვევაში პირველ ხანებში მაინც. გადით მინდორში, დააწვინეთ ძაღლი, შემდეგ იგი ქარის საწინაამღდეგოდ საძებნად გაუშვით და თქვენც იმ მიმართულებით იმოძრავეთ. 10-15 ნაბიჯის შემდეგ მობრუნდით უკან, ძაღლიც შემობრუნდება და შესაძლოა უხალისოდ, მაგრამ მაინც თქვენსკენ გამოიქცევა. ამ დროს იგი აუცილებლად გაამხნევეთ. ამკრძალავი ბრძანებებისაგან საერთოდ თავი შეიკავეთ, პირიქით, ძაღლის ისეთი ქმედებაც კი უნდა წაახალისოთ, როგორიც ტემპერამენტიან ძაღლებს ეკრძალებათ. როგორც წესი, ასეთი ძაღლები დამჯერნი არიან და შემდგომში მათი ზოგიერთი არასწორი ქმედების გამოსწორება დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ნუ დაკარგავთ მოთმინებას, ძაღლი თანდათან აუცილებლად აუჩქარებს ნაბიჯს და სულ უფრო და უფრო მოშორებით დაიწყებს ძებნას. ცოტა მოგვიანებით ის დროც დადგება, რომელსაც ზუსტად თქვენს გასწვრივ დაიწყებს სირბილს. ამ მომენტიდან უკვე ძებნის დახვეწაც შეიძლება. მინდორში ხშირად იარეთ, მაგრამ ძაღლი ზედმეტად არ გადატვირთოთ. მეძებარს მინდორში ყოფნა მხოლოდ სიხარულს უნდა ანიჭებდეს. როდესაც ძაღლი თქვენგან გარკვეულ მანძილზე დაიწყებს დაშორებას, შეწყვიტეთ მასთან ერთად პარალელებზე სიარული. დროა უკვე პირიქით მოიქცეთ. როგორც კი ძაღლი თქვენთან ახლოს მარჯვნივ ჩაირბენს, თქვენ მაშინვე, რაც შეიძლება სწრაფად შებრუნდით და მარცხნივ დაიწყეთ მოძრაობა, ისე რომ მან თქვენი მანევრი ვერ შეამჩნიოს. ძაღლი სათანადო მანძილზე აღმოჩნდება თუ არა, სასტვენით უკან დააბრუნეთ. გაიმეორეთ ეს ხშირად. გაწვალდებით, მაგრამ საბოლოოდ ძაღლი მიეჩვევა და ახალ პარარელზე გადასასვლელად ზუსტად საჭირო მომენტში შემობრუნდება...

კიდევ ერთ მომენტზე ღირს ყურადღების გამახვილება. სწორი ძებნის გამომუშავების პროცესში ძაღლი უფრო და უფრო ხშირად დაიწყებს ყნოსვის გამოყენებას. მეტად დაინტერესდება აფრინილი ფრინველის ნაჯდომი ადგილით და ზოგჯერ გაქცეულ ტოროლას დაინახავს, დაძაბულ პოზაში დადგება. ამ დროს არ დააგვიანოთ, მიეცით ამკრძალავი ბრძანება და საძებრად გაგზავნეთ. მეძებარი ვალდებულია ფრინველი ყნოსვით იპოვოს და არ თვალით.
Monadire.Com - ყველაფერი ნადირობაზე, თევზაობაზე და იარაღზე...
1

#5 User is offline   saxo profile  

  • ახალწვეული
  • Pip
  • ჯგუფი: ფორუმის წევრი
  • პოსტები: 10
  • შემოგვიერთდა: 08-December 12

Posted 15 January 2013 - 11:53 PM

ესეიგი რა მაინტერესებს რა ასაკიდან უნდა დაიწყო ლეკვის დაგესჰვა (გტხოვტ მიპასუხეტ)

და კიდე რა მაინტერესებს რო გამიგია მეძებარ ძღლს არ უნდა აჭამო ძვლებიო და ხორცი რა იმიტორო მერე სჰეიძლება ფრინველი არ მოგიტანოსო და რამდენატ მართალია?
0

#6 User is offline   saxo profile  

  • ახალწვეული
  • Pip
  • ჯგუფი: ფორუმის წევრი
  • პოსტები: 10
  • შემოგვიერთდა: 08-December 12

Posted 16 January 2013 - 08:31 PM

აუ რატო არავინ მპასუხობთ ტო რა უპასუხისმგებლობაა
0

#7 User is offline   თაზო profile  

  • ნადირობის ოსტატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: ფორუმის წევრი
  • პოსტები: 2,716
  • შემოგვიერთდა: 08-October 10
  • მისამართითბილისი

Posted 16 January 2013 - 08:59 PM

saxo
უკაცრავად მეგობარო ახლა შევნიშნე პოსტი. ლეკვის დაგეშვა რა ასაკიდან უნდა დავიწყოვო ამ შეკIთხვაზე პასუხი ასეთია, გააჩნია ჯიშს. მითხარით რა ჯიშის ძაღLი გყავთ და ზუსტად გეტყვით ყველაფერს. ფრინველის ძვლები არ შეიძლება ლეკვისთვის, გინდ მოტანა გინდოდეს მისგან და გინდ არა. მის ჯამრთელობას ვნებს ასე რომ ეგ საკვები დაივიწყე! კიდე რამე თუ გაინტერესებს დამისვი კითხვა და გეტყვი :)
www.Video.Monadire.Com - ყველანაირი ვიდეო ნადირობაზე, ბაზიერობაზე, მონადირე ძაღლებზე და ა.შ
0

#8 User is offline   saxo profile  

  • ახალწვეული
  • Pip
  • ჯგუფი: ფორუმის წევრი
  • პოსტები: 10
  • შემოგვიერთდა: 08-December 12

Posted 16 January 2013 - 10:51 PM

ძაღლი არის კურცხარი 3 თვის
0

#9 User is offline   თაზო profile  

  • ნადირობის ოსტატი
  • PipPipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: ფორუმის წევრი
  • პოსტები: 2,716
  • შემოგვიერთდა: 08-October 10
  • მისამართითბილისი

Posted 16 January 2013 - 11:52 PM

ხოდა ჯერჯერობით გეშვაზე ნუ ფიქრობთ ახლა მაგას გაწვრთნა სჭირდება და დიდი ყურადღებით თან. ასე 6-7 თვისას შეიძLება რო უკვეე დადიოდეს მინდორში და იცოდეს მწყერი რა არის.
www.Video.Monadire.Com - ყველანაირი ვიდეო ნადირობაზე, ბაზიერობაზე, მონადირე ძაღლებზე და ა.შ
0

#10 User is offline   saxo profile  

  • ახალწვეული
  • Pip
  • ჯგუფი: ფორუმის წევრი
  • პოსტები: 10
  • შემოგვიერთდა: 08-December 12

Posted 17 January 2013 - 10:44 PM

გმადლობთ, გასაგებია. თუ რამე კითხვა მქონდა დავწერ კიდე
0

#11 User is offline   babu profile  

  • პროფესიონალი მონადირე
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: ფორუმის წევრი
  • პოსტები: 1,578
  • შემოგვიერთდა: 01-April 13

Posted 27 June 2013 - 01:26 PM

სახო მოგესალმები.ვნახე შენი პოსტი და ეხლა ივნისში მაინტერესებს ძაღლი როგორ დაიგეშა???
დავით სტატიისთვის დიდი მადლობაა
0

#12 User is offline   babu profile  

  • პროფესიონალი მონადირე
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: ფორუმის წევრი
  • პოსტები: 1,578
  • შემოგვიერთდა: 01-April 13

Posted 05 July 2013 - 05:59 PM

შემიძლია მოგაწოდოთ პროფესიონსლი მწვრთნელ-დამგეშავის ტელეფონი
0

#13 User is offline   kvapa profile  

  • მოყვარული მონადირე
  • PipPipPip
  • ჯგუფი: ფორუმის წევრი
  • პოსტები: 94
  • შემოგვიერთდა: 18-June 13

Posted 03 August 2013 - 04:12 PM

შესანიშნავი სტატიებია ძალაინ მომეწონა, აშკარად ეტყობა რომ კომეპტენტური პირის დაწერილია. მადლობა სტატიისთვის !!!
0

#14 User is offline   BAKUR DZIMTSEISHVILI profile  

  • გატაცებული მონადირე
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: ფორუმის წევრი
  • პოსტები: 195
  • შემოგვიერთდა: 24-July 12

Posted 03 August 2013 - 04:41 PM

მადლობა ავტორს ამდენი შრომისთვის :wlike: :wlike: :wlike:
0

#15 User is offline   nika kavtiashvili profile  

  • გატაცებული მონადირე
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: ფორუმის წევრი
  • პოსტები: 113
  • შემოგვიერთდა: 30-July 13

Posted 14 August 2013 - 04:30 PM

BABU პირადში მომწერეთ მგეშავის ნომერი , მემგონი ჩემი დროის უქონლობის გამო გამიჭირდება ძაღლის დაგეშვა ,თუ ძაან ძვირს არ დამიფასებს მემგონი წავუყვან დასაგეშად რაღაც რაღაცეები იცის და მაგრად მენანება ჩემი უაზრო სამსახურის გამო გავაფუჭო ძაღლი (ძალიან კაი ძაღლია დამჯერია მაგარი ეგ ვასწავლე მარა ცხოვრებში არ დამიგეშია ძაღლი თან ცოტა ზარმაცობაც თავისას შევბა :)) , დაგეშვის მერე შაბათ კვირას ვატარებ მემგონი სანადიროდ :)
ინადირე კანონის და ზომიერების ფარგლებში
0

#16 User is offline   ჩუბინი profile  

  • გატაცებული მონადირე
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: ფორუმის წევრი
  • პოსტები: 143
  • შემოგვიერთდა: 22-June 13

Posted 14 August 2013 - 07:53 PM

View Postnika1985, on 14 August 2013 - 04:30 PM, said:

BABU პირადში მომწერეთ მგეშავის ნომერი , მემგონი ჩემი დროის უქონლობის გამო გამიჭირდება ძაღლის დაგეშვა ,თუ ძაან ძვირს არ დამიფასებს მემგონი წავუყვან დასაგეშად რაღაც რაღაცეები იცის და მაგრად მენანება ჩემი უაზრო სამსახურის გამო გავაფუჭო ძაღლი (ძალიან კაი ძაღლია დამჯერია მაგარი ეგ ვასწავლე მარა ცხოვრებში არ დამიგეშია ძაღლი თან ცოტა ზარმაცობაც თავისას შევბა :))/> , დაგეშვის მერე შაბათ კვირას ვატარებ მემგონი სანადიროდ :)/>


ბაბუ არაა ქალაქში, დღეს ან ხვალ ჩამოვა და აუცილებლად მოგწერს ნომერს
0

#17 User is offline   nika kavtiashvili profile  

  • გატაცებული მონადირე
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: ფორუმის წევრი
  • პოსტები: 113
  • შემოგვიერთდა: 30-July 13

Posted 03 September 2013 - 11:06 AM

მოგესალმებით

რამე მირჩიეთ მეგობრებო რა ვქნა ? ჩემი ირლანდიური სეტერი 7 თვის არის ცოტას ვნერვიულობ, ამ სეზონზე მწყერი ვანახე ვაყონოსინე, გადავუგდე ბალახში მივარდა დაიჭირა მომიტანა, ჩამოგდებული მწყერი იპოვა ერთხელ ოღონდ (რავი იმ დროს რა მოელანდა :)) მაგრამ ძებნა ვერაფრით ვერ დავაწყებინე მუღამი ნადიორბის არ აქვს სულ თამაშობს და დარბის მინდორში თავისთვის,დასდევს პეპლებს და ამოფრენილ მწყერს მისდევს სანამ სასტვენის ხმას არ გაიგებს

შარში ვარ თუ ჯერ ადრეა მისთვის ძებნის დაწყება
ინადირე კანონის და ზომიერების ფარგლებში
0

#18 User is offline   babu profile  

  • პროფესიონალი მონადირე
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: ფორუმის წევრი
  • პოსტები: 1,578
  • შემოგვიერთდა: 01-April 13

Posted 03 September 2013 - 11:28 AM

View Postnika1985, on 03 September 2013 - 11:06 AM, said:

მოგესალმებით

რამე მირჩიეთ მეგობრებო რა ვქნა ? ჩემი ირლანდიური სეტერი 7 თვის არის ცოტას ვნერვიულობ, ამ სეზონზე მწყერი ვანახე ვაყონოსინე, გადავუგდე ბალახში მივარდა დაიჭირა მომიტანა, ჩამოგდებული მწყერი იპოვა ერთხელ ოღონდ (რავი იმ დროს რა მოელანდა :))/> მაგრამ ძებნა ვერაფრით ვერ დავაწყებინე მუღამი ნადიორბის არ აქვს სულ თამაშობს და დარბის მინდორში თავისთვის,დასდევს პეპლებს და ამოფრენილ მწყერს მისდევს სანამ სასტვენის ხმას არ გაიგებს

შარში ვარ თუ ჯერ ადრეა მისთვის ძებნის დაწყება

შარში მაშინ ხარ თუ 3წლის ძაღლი არ ეძებს და ა,შ. ლეკვის დედ მამას იცნობ? მონადირე სისხლებია.ნადირობენ?
1. ყველა შემთხვევაში პატარაა, და 7 თვის ასაკში არ ინადირებს (მითუმეტეს ახალ გაყვანილზე) უნდა ატარო რეგულარულად
2.თან იქონიე მწყერი ,რომელსაც ინტერესის გასაღვივებლად ხანდახან ბალახებზე გაუსგამოუსვამ ,ისე რომ ვერ დაინახოს და სუნმა კი გააღიზიანოს . მოკლედ ძმობილო მცირე კურს ესე ვერ აგიხსნი. შემიძლია ჭამოგყვე , წამოვიყვანო ჩემი ძაღლები და განახო.ისე თუ ჯერ არ უნადირია ერტცალ მწყერს ცოტათი დააჭერი ფრთები , რომ ასიმეტრიულობიდან გამომდინარე ვერ იფრინოს დიდ მანძილზე(შინაურს საერთოდ არ უნდა დაჭრა), და ჩაუსვი ,.ის ადგილი მონიშნე რომ ვიზუალურად დამახსოვრებული გქონდეს. მერე ნახე საიდან უბერავს სიო და იმის საწინააღმდეგო მხრიდან ისე რომ სახეშიგიბერავდეს დაიწყე ძაღლის მოძრაობა.ისე რომ ძაღლი წაადგეს ობიექტს . თუ ამოფრინდება მთლათ უკეთესი. ხო რაც მთავერია თუ გაეკიდა არ დაუშალო. შენ ძარლს მთავარი პრობლემა ეხლა გენეტიკის გაღვიძებაა. მაგას რაც აქვს გენეტუკაში ის არის მიძინებული(პრიტუპლიონი) ხოდა შენი ამოცანაც ეგ არი რომ აზარტში ჩააგდო.მიმიხვდი?
0

#19 User is offline   babu profile  

  • პროფესიონალი მონადირე
  • PipPipPipPipPipPipPip
  • ჯგუფი: ფორუმის წევრი
  • პოსტები: 1,578
  • შემოგვიერთდა: 01-April 13

Posted 03 September 2013 - 11:54 AM

ნიკა თბილისში ხარ? დღეს მაგარი სიგრილეა და 3-4 თვის მცალია .გინდა გავიდეთ? მანქანა გყავს?
0

#20 User is offline   nika kavtiashvili profile  

  • გატაცებული მონადირე
  • PipPipPipPip
  • ჯგუფი: ფორუმის წევრი
  • პოსტები: 113
  • შემოგვიერთდა: 30-July 13

Posted 03 September 2013 - 12:22 PM

თბილისში კი ვარ მაგრამ 7 საათამდე გამორიცხულია ჩემი გამოსვლა თან დრეს გამოვედი სამსახურში შვებულებიდან , გაიხარე დიდი მადლობა პასუხისთვის ანუ ჯერჯერობით სწორედ მიდის ცემი ძარლის დაგეშვის ამბები :)

არადა რა სასიამოვნო ამინდია სანადიროდ თუ გინდა მტელი დღე ინადირე :(
ინადირე კანონის და ზომიერების ფარგლებში
0

  • (3 გვერდები)
  • +
  • 1
  • 2
  • 3
  • შენ არ შეგიძლია ახალი თემის გახსნა
  • შენ არ შეგიძლია ამ თემაში გამოხმაურება

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი


We accept eMoney Saitebi.Me